“არ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური პოლიტიკური ვითარება” – ენმ პარლამენტის 3 რიგგარშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს

კვირის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოში სამი რიგგარეშე სესია გაიმართება, თუმცა
სხდომები “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ჩაივლის – ოპოზიციური პარტია სესიას ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის მიზეზად ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება სახელდება.

“ასეთ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ხელისუფლება მოიპარა საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ აქეთ გვარბევს და გვიჭერს და შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და პირდაპირ გვემუქრება, რომ სხვებსაც ჩაგაგდებთო, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური პოლიტიკური ვითარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო ცხოვრებაში ამ ეტაპზე, ამიტომ ამ რიგგარეშე სხდომებში ჩვენ მონაწილეობას,”-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

“ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტს განსხვავებულად ხსნიან უმრავლესობაში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიის წევრებს წინასაახალწლოდ პარლამენტში მისვლა არ უნდათ და ამ ფორმით გაცდენისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციების თავიდან აცილებას ცდილობენ.

“მათ აქვთ სურვილი რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აიღონ თანხა, პირადი მიზეზი გამო ვერ ესწრებიან სხდომას,”-აცხადებს ანტი ოხანაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ესენი არ იტყვიან, რომ სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა”- პანკისის სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა