,,ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების” – რომან გოცირიძე ევა გაცორიძის არჩევაზე

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე უნდა დაამკიცოს. სტრასბურგის მიერ დაწუნებული იურისტის გამწესებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური ფრაქციები და გოცირიძეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს.

„ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების, პოლიტიზაციის და დეგრადაციის. ეს არის მესამე ტალღა. პირველი ჩაინერგა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები, მეორე დეპუტატები გადავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში და მოირგეს მოსამართლის მანტია და მესამე ეს არის აშკარად ხელისუფლების ნებისმიერი წინადადების შემსრულებელი პიროვნება გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ევა გოცირიძის პოზიცია არაერთ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის „რუსთავი2“-ის საკითხთან მიმართებაში მიუთითებს იმაზე, რომ ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ინტერესებს გაატარებს. პარტიის წევრებმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საკითხის კენჭისყრიდან მოხსნა მოითხოვეს, თუმცა მმართველმა გუნდმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვასთან და დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და შეკითხვებია- კობახიძე
შემდეგი სტატიასაცობები თბილისში: “დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები”