საცობები თბილისში: “დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები”

თბილისის მერისა და შს მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა დედაქალაქში საცობების დარეგულირება იყო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მხოლოდ მერიის ჩართულობა ამ საკითხში საკმარისი არ არის. მისივე თქმით, ნაგვის მანქანების გარდა, პრობლემას ქმნის სადისტრიბუციო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები:

„საცობები ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენ შსს-ს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ „თბილსერვისს“ უკვე დაავალა, უახლოეს ხანში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა. აუცილებელია განსაკუთრებით ღამის საათებში მოხდეს ეს, რადგან არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის განმავლობაში.

ასევე დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც ყველგან აჩერებენ. გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ გაჩერების უფლება“,- განაცხადა მერმა.

banner
წინა სტატიაში,,ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების” – რომან გოცირიძე ევა გაცორიძის არჩევაზე
შემდეგი სტატია,,ევა გოცირიძემ არა მარტო საქართველოში. სტრასბურგშიც შესანიშნავი შეფასება მიიღო”-ვოლსკი