გარემოს დაცვასთან და დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და შეკითხვებია- კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრუქტურულ რეოგანიზაციის ფარგლებში განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობაა გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ასევე, კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურის თაობაზე.

„ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის განხილვაც საჭიროებს დროს, კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა განხილვის გადადება. მომდევნო კვირაში დავუბრუნდებით ამ საკითხს აუცილებლად. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შემდეგი სტატია,,ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების” – რომან გოცირიძე ევა გაცორიძის არჩევაზე