ეს სამხედრო დანაშაულს ჰგავს, რაც აქ ხდება საშინელი განაჩენია ჩვენი სამყაროსთვის – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბუჩაზე

რუსების სისასტიკის სიმბოლოდ ქცეულ ქალაქ ბუჩაში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა. მარტინ გრიფიტსი ერთ-ერთი საერთო სასაფლაოს გახსნის და ცხედრების ეგზგუმაციის პროცესს დაესწრო.

“ის რაც აქ ვნახეთ შოკისმომგვრელია. საკუთარი თვალით ვნახე ეკლესიის ეზოში თხრილები, რომლებიც სავსე იყო ცხედრებით, დაახლოებით 280-მდე ცხედარი იყო, ისინი მანამდე ქალაქის ქუჩებში ეყარა. ყოველივე ეს სამხედრო დანაშაულს ჰგავს, საჭიროა სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, შემდეგ მათი დაკრძალვა, ის რაც აქ ხდება არის საშინელი განაჩენი ჩვენი სამყაროსთვის”, – ამბობს მარტინ გრიფიტსი.

banner
წინა სტატიაშიკიევთან ახლოს, სარდაფში რუსი ოკუპანტების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ექვსი ადამიანი იპოვეს – უკრაინის პროკურატურა
შემდეგი სტატიამოვუწოდებ უმრავლესობას, ეყოთ გამბედაობა, რომ შალვა პაპუაშვილმა ითავოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობა – დეკანოიძე