ეს მოდელი, ამ შემთხვევაში არანაირად არ ეხება ინსპექტორის არსებულ კომპეტენციას – თამარ ქალდანი

„წარმოდგენილი წინადადებით, მე ყველაზე რთული როლი მაქვს,“ – ეს განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა.

თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლიდან ამოქმედდება.

თამარ ქალდანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები უფრო მეტად გაფართოვდება და ახალი ინსტიტუტი შეიქმნება.

„ეს მოდელი, ამ შემთხვევაში არანაირად არ ეხება ინსპექტორის არსებულ კომპეტენციას, ანუ ის ფუნქციები, რომელსაც დღეს მოქმედი ინსპექტორი აკეთებს, რა თქმა უდნა, გადავა სახელმწიფო ინსპექტორის უკვე კომპეტენციაში და ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუ აქამდე ორი ფუნქცია იყო, ახლა სახელმწიფო ექნება სამი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები,“ – განაცხადა ქალდანმა.

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიებასთან დაკავშირებით ახალი ინსტიტუტის შექმნაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე – სასამართლო პროცესზე 51-ე სკოლის მანდატური დაიკითხება
შემდეგი სტატიაპარტია „გაერთიანებული დემოკრატები” ოპოზიციას პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად ნინო ბურჯანაძის დასახელებას სთავაზობს