ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე – სასამართლო პროცესზე 51-ე სკოლის მანდატური დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის მანდატურის დაკითხვით განახლდება. პროცესზე ბრალდების მხარე სამ მოწმეს წარადგენს, მათ შორის ერთ-ერთი მანდატურია.

დაცვის მხარის ინიციატივით, საქმეზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზა მიმდინარეობს. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ პასუხების შემდეგ ცხადი გახდება თუ არა მოხდა პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, როდესაც მოსწავლეებს შორის სისხლიან გარჩევას ორი მოზარდი ემსხვერპლა.

„წინა სხდომაზე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა და მოვითხოვეთ ჩვენ მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულების ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჩვენ ველოდებით, რომ ბრალდების მხარე გადმოგვცემს ნივთმტკიცებებს, რომლებიც მათთან ინახება, მიგვაჩნია, რომ ნივთმტკიცებების გარეშე შეუძლებელია ექსპერტებმა დასკვნა დადონ. ამ ექსპერტიზის პასუხები საქმეზე უტყუარ ჭეშმარიტებას ნათელს მოჰფენს. ჩვენ მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულება არის არსებითად განსხვავებული შინაარსის და განსხვავდება ბრალდების მხარის მოპოვებული ანალოგიური სახის მტკიცებულებისგან,“- განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე მცირე მეწარმეებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე – მთავრობას მოუწია გადაედგა ნაბიჯი სწორი მიმართულებით
შემდეგი სტატიაეს მოდელი, ამ შემთხვევაში არანაირად არ ეხება ინსპექტორის არსებულ კომპეტენციას – თამარ ქალდანი