პარტია „გაერთიანებული დემოკრატები” ოპოზიციას პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად ნინო ბურჯანაძის დასახელებას სთავაზობს

პარტია „გაერთიანებული დემოკრატები” ოპოზიციას პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად ნინო ბურჯანაძის დასახელებას სთავაზობს.

განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძის განცხადებით, ერთადერთი რეალური კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნინო ბურჯანაძეა.

თუმცა, პარტიაში სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შემოთავაზებული კანდიდატების განხილვასაც არ გამორიცხავენ.

„კარგი იქნება თუ გამოვალთ საარჩევნოზე ერთი კანდიდატით, შევაჯეროთ ეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი, იცით ის ვინც არის თავისი გამოცდილებით, ინტელექტით და ცოდნით, არის მგონი, საუკეთესო, ვგულისხმობ მე ბურჯანაძეს. მაგრამ თუკი იქნება ოპოზიციური პარტიებიდან წარმოდგენილი მასზე უკეთესი, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ეს საკითხიც განვიხილოთ,“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს მოდელი, ამ შემთხვევაში არანაირად არ ეხება ინსპექტორის არსებულ კომპეტენციას – თამარ ქალდანი
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა