ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა თადუმაძე

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მაკო გომურსა და სხვა დაშავებულებს ამ დრომდე იმიტომ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული პროკურატურის მხრიდან, რომ გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ ესროლა მათ ტყვიები.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში მაკო გომური წერს, რომ არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დასკვნა, სადაც წერია საიდან და რა მდგომარეობაში მოხვდა საავადმყოფოში, ასევე არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი და ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს გამოძიებისთვის, მისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად.

“მაგრამ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა თადუმაძე. რეალურად არც არაფერი უთქვამს, გარდა ორისა – “ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ”. ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა. ანუ ვეძებთ ნემსს თივისი ზვინში, თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესაა შეუძლებელი,” – წერს მაკო გომური.

გომური წერს, რომ თავად იცის რა მოხდა რეალურად, ასევე იცის ასიათასობით ადამიანმა და მათზე უკეთ კი იცის საგამოძიებო ორგანომ.

“შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ, თქვენც რამენაირად მოახერხოთ,”- დაწერა გომურმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ეს იქნება – ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!
შემდეგი სტატია„ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის დასჯა გადაწყვიტა“