მამუკა ხაზარაძე: ეს იქნება – ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო.
ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის – შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!
ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება – ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!
გეპატიჟებით ყველას – საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც-წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშირომლებიც დღეს ჩემს დიპლომს ეჭვქვეშ აყენებენ, უმჯობესი იქნებოდა, თავიანთ არქივში ჩაეხედათ -თადუმაძე
შემდეგი სტატიაეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა თადუმაძე