ეს კაცი პირდაპირ ცენზურას ითხოვს, ამათი და “ქოცების” ალიანსი უაღრესად სახიფათო იქნება! – კაპანაძე

ეს კაცი პირდაპირ ცენზურას ითხოვს, ამათი და “ქოცების” ალიანსი უაღრესად სახიფათო იქნება! – კაპანაძე ვასაძეზე – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ეს კაცი პირდაპირ ცენზურას ითხოვს. არადა, დასავლეთში სწავლობდა, ბარემ ორი ქოცი მაღალჩინოსანივით. ამათი და “ქოცების” ალიანსი, რაც ახლა შეფარული ფორმით სახეზეა და როგორც ჩანს, ბიძინას იმედი აქვს, რომ 2020-ის მერე კიდევ უფრო გაღრმავდება, არის უაღრესად სახიფათო ქვეყნისთვის! უაღრესად სახიფათო! და დამღუპველი! გადაჭარბების გარეშე”, – წერს სერგი სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მიმართავს: “მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ”.

banner
წინა სტატიაშითქვენ თუ მოგწონთ დედა, რომელიც შვილს დაუპირისპირდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც – თქვენ ხომ კარგად ხართ აღზრდილები?
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი : თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასაუბრების ეტაპს გადადებს და სექტემბერში განაახლებს, ამას მივიჩნევ გამარჯვებად