თქვენ თუ მოგწონთ დედა, რომელიც შვილს დაუპირისპირდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც – თქვენ ხომ კარგად ხართ აღზრდილები?

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!ერთგან წავიკითხე ირაკლი ოქრუაშვილზე წერდნენ, რა დედამ გაზარდა ასეთიო…
მეწყინა.
სულ ორჯერ შევხვდი ოქრუაშვილის დედას, საერთო ჯამში 10 წუთით – აი, იმხანად, ციხიდან გამოსული ირაკლი საზღვარგარეთ რომ წავიდა.
ისეთი კარგი ქალია, ისეთი ლამაზი, ისეთი თბილი. რაღაცნაირად ლამაზი, რაღაცნაირად დახვეწილი…
თოფით რომ დამადგეთ, თუ გულსა და ტვინს არ უნდა, სიტყვას ვერ დამაწერინებთ, სტატიას – მითუმეტეს.
ჰოდა, როცა ოქრუაშვილი თავის საქმეში მართალი იყო, მე სიმართლეს ვწერდი – გულსაც უნდოდა და ტვინსაც. მართალია, მავანნი ამას ოქრუაშვილის მხარდაჭერად აღიქვამდნენ, მაგრამ მე ხომ არც არასდროს მაინტერესებდა მავანთა აზრი, მითუმეტეს, ახალგაზრდობისას.
არ შეიძლება, შვილი თუ არ მოგწონს, დედას მიადგე.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა კარგი დედა მყავდა, მაგრამ მე გამოვედი ვირი.
დები მყავს ისეთი და მამა მყავს ისეთი, სუპერ შვილები გამიზარდეს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ვირი ვარ.
არადა, დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი ბებო-ბაბუს გაზრდილი ვარ მეც, ჩემი დებისა და შვილების დარად.
დაანებეთ თავი დედებს, გამზრდელებსა და აღმზრდელებს, ყველაზე ნაკლებად მათ უნდათ ოჯახში თუნდაც ერთი ვირი ჰყავდეთ…
ასეა, ეს და დიახ, ოქრუაშვილს ძალიან კარგი დედა ჰყავს, ძალიან კარგი.
დედაა ნებისმიერი თქვენთაგანი – ნებისმიერი დედა დაიცავს თავს შობილს.
და, ამიტომაცაა ოქრუაშვილის დედა კარგი ქალი.
თქვენ თუ მოგწონთ დედა, რომელიც შვილს დაუპირისპირდება, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც – თქვენ ხომ კარგად ხართ აღზრდილები? ჰოდა, ეცით თქვენს აღმზრდელს პატივი და დედებს თავი დაანებეთ.
ვირის ცოდვები, მოჰკითხეთ ვირს.

 

დარეჯან მეფარიშვილი

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაეს კაცი პირდაპირ ცენზურას ითხოვს, ამათი და “ქოცების” ალიანსი უაღრესად სახიფათო იქნება! – კაპანაძე