“ეს იქნება მეზობელი ხალხის ღალატი”, – ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის კადიევის გადაცემის შესახებ

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

არ გადასცე კადიევი რუსეთს – ამ მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის წევრები მთავრობას მიმართავენ და დაღესტნელი უფლებადამცველის რუსეთში ექსტრადირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. სპეციალური განცხადება პარლამენტში ოპოზიციამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, სამარცხვინო ფაქტია, როდესაც რუსეთის მიერ დევნილ ადამიანს „საქართველო მტერს გადავცემთ“. ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათი განმარტებით, ეს ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებზე ცუდ გავლენას მოახდენს.

„ჩვეულებრივ შემთხვევებში, განვითარებული ქვეყნები არ გადასცემენ დევნილ ადამიანს ისეთ ქვეყანას, როგორიც რუსეთია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მისმა თანაპარტიელმა ნუგზარ წიკლაურმა კი კადიევის გადაცემას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „მეზობელი ხალხის ღალატი“ უწოდა.

„თუ საქართველოს ხელისუფლება ჩაიდენს ასეთ ღალატს მეზობელი ხალხის წინაშე, ეს მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას ქართულ ჩრდილო-კავკასიურ ურთიერთობებს. პრაქტიკულად, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა მეთოდურად აღვადგენდით ურთიერთობას, როგორც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ხალხებთან, ისე ჩერქეზებთან, ჩაიყრება წყალში,” – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გედევან ფოფხაძის თქმით, უნდა მიიღოს ექსტრადიციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

“ჩემი ნათქვამის გამო, ბოდიშების მოხდა არ უნდა მომიწიოს,” – განაცხადა ფოფხაძემ.

მიკაელ კადიევი 2013 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გასამართლდა. მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობის პერიოდში კადიევმა საქართველოს დევნილთა სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა, თუმცა მან უწყებისგან უარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა – ის ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ხსნის
შემდეგი სტატია“მინიმუმ 7-8 სამინისტრო შესაძლოა იყოს რეორგანიზებული”