მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა – ის ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ხსნის

მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მერიაში მიიღეს. მაკო ჭოღოშვილი ამ ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ხსნის.

მაკო ჭოღოშვილი გათავისუფლების მიზეზად წინა მთავრობის დროს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობას ასახელებს.

მედიათეკაში რამდენიმე თვის განმავლობაში შემოწმება მიმდინაბრეობდა, გაერთიანებაში მუშაობდა მერიისა და საკრებულოს სარევიზიო სამსახური, თუმცა როგორც ჭოღოშვილი აცხადებს, ამ დრომდე ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მაკო ჭოღოშვილის მუშაობა არაეფექტური იყო. მერის მოადგილის, ნინა ხატისკაცის თქმით, ჭოღოშვილს მედიათეკების გაერთიანებაში ნათესავები ჰყავდა დასაქმებული.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, მედიათეკების გაერთიანების ხელმღვანელად ავთო ნიკოლაშვილი დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიფირმებს, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ
შემდეგი სტატია“ეს იქნება მეზობელი ხალხის ღალატი”, – ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის კადიევის გადაცემის შესახებ