“ეს იყო ზონდერის განცხადება” – თაკო ჩარკვიანი თავდასხმისა და დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწდვის. მათ შორის ისაუბრებს კახა კალაძის განცხადებაზე, რითაც თბილისის მერმა ძალადობა წაახალისა.

„ეს პირდაპირ, რომ გითხრათ ზონდერის განცხადება იყო. სამომავლოდ, წაახალისა ძალადობა. საელჩოებს ჩავაყენებთ საქმის კურსში და მისი ინტერვიუს ორიგინალს წარვადგენთ. ცხადია თარგმნილიც იქნება ეს ყველაფერი. მთელს მსოფლიოს მივართმევთ სამარცხვინო მერის სამარცხვინო განცხადებას,“-განაცხადა პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს რამდენიმე პირი ქუთაისის აეროპორტში პირველ დეკემბერს დაესხნენ. სამართალდამცველებმა 1 ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დედაქალაქის მერმა გუშინ ინციდენტზე საუბრისას თქვა – „რასაც დასთეს იმას მოიმკი“.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა მცირდება