პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა მცირდება

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობაც. ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს და ახალ ადმინისტრაციას მხოლოდ 60 თანამშრომელი ეყოლება.

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში არჩევნებიდან ორ დღეში 30 ნოემბერს აისახა, როდესაც პარლამენტში დოკუმენტის მესამედ გადამუშავებული ვარიანტი შევიდა.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო ზონდერის განცხადება” – თაკო ჩარკვიანი თავდასხმისა და დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის
შემდეგი სტატიასაზოგადოება ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებს, სადაც არ იქნება უკონტროლო ძალა – ელენე ხოშტარია ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს