მოზარდების მკვლელობის საქმე – საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ჩანს გაუმჯობესდა, რადგან წინა სხდომა ამ მიზეზით ვერ ჩატარდა.

დღევანდელ სხდომაზე სიტყვით ისარგებლებს დაცვის მხარე. მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.

გამოძიების მიხედვით, 2017 წლის 1 დეკემბერს ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

banner
წინა სტატიაშისმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებული მწყემსის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
შემდეგი სტატია“ეს იყო ზონდერის განცხადება” – თაკო ჩარკვიანი თავდასხმისა და დედაქალაქის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის