“ოცნების” წევრის ახალი სამიზნე დღეს პარტია “ლელოს” ლიდერი სალომე სამადაშვილი გახდა.
“სალამს არ აძლევს არავის ათი წელიწადია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და ვინც შენ აქამდე ფსიქო მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როგორ შეიძლება საერთოდ პარლამენტში ყოფნა? როგორი “წარმატებული” დიპლომატიც იყო, ისეთი “წარმატებული” პოლიტიკოსი არის ახლა „ლელოსი“. მაგრამ, ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენ ოჯახის წევრებს ამოუვა ყელში და მერე ნახავ შენ ვინ და … რისი ღირსი არის და როგორ არის მიმართვის ღირსი. მოგვეცით საშუალება, რომ ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ნუ გამოგვიყვანთ საბოლოოდ წყობიდან”- თქვა ოდიშარიამ.