„ეს დღე ჩვენია“ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალადარჩეულ მერთან და ზუგდიდის მაჟორიტართან ერთად საქართველოს ეროვნული გმირების და საზოგადო მოღვაწეების ძეგლები გვირგვინებით შეამკო.

დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში სხავადასხვა ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან მიმდინარეობს.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის ვიცე-კანცლერთან დაკავშირებული სკანდალი ვენელი იურისტის წამოწყებული იყო
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება