“ეს არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი” – ხოშტარია უვიზო მიმოსვლაზე

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას ხვალიდან შეძლებენ. უვიზოდ მოგზაურობის უფლება ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც. ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და უვიზო მიმოსვლის დეტალებზე განცხადებები პარლამენტში გაკეთდა. ევროპულ; საქართველოშიუ აღნიშნავენ, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ქართული საზოგადოების მონაპოვარია.

“ძაან საამაყო და სასიამოვნო მომენტია, როდესაც უკვე კონკრეტულად ადამიანებს შეეძლებათ საზღვარი გადალახონ და უვიზოდ ვიაროთ ევროპაში. ეს არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი, რომელმაც წლების განმავლობაში ძაან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, დავამტკიცეთ ჩვენი ერთგულება ევროპული პრინციპებისადმი და ეს დღე მართლაც დამსახურებულად ჩვენი საზოაგდოებისთვის დადგა, ჩვენ რა თქმა უნდა უნდა გვესმოედეს ის პასუხისმგებლობებიც, რომელიც მოყვება უვიზო მიმოსვლას და აქ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს და მოსახლეობას აუხსნას თუ რას გულისხმობს ეს პასუხისმგებლობები” განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ დევნილებისთვის დახმარების 60 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიასაქართველოს თავმჯდომარეობით, კიევში სუამის სამიტი გაიხსნა