ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ

ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვას, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შეეხებოდა.

სტუდენტი დაინტერესდა ანგელა მერკელის შეფასებით, რამდენად დაუახლოვდა ნატო საქართველოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ და მისი მოსაზრებით, რამდენად რეალისტურია მკვლევარ ლუკ კოფის მიერ შეთავაზებულ გეგმა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზეა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, მაგრამ სწორედ აი, ამ კონსტელაციაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება“, – განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი, საქართველო იღებს მონაწილეობას ნატო-ს მისიებში.

„ამის მიუხედავად, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში იღებდნენ და იღებენ მონაწილებს ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, სტანდარტები ჩვენი ქვედანაყოფების. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო იღებს მონაწილეობას ნატო-ს გარკვეულ მისიებში და ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება და ნელ-ნელა ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატიაეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია!