“ეს არის გარყვნილების პროპაგანდა და ამას არ დავუშვებთ”- „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იკრიბებიან

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იკრიბებიან. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე იმყოფება ფილარმონიასთან.

“ჩვენ ვაცხადებთ საქვეყნოდ, რომ ეს არის გარყვნილების პროპაგანდა და ამას არ დავუშვებთ. ესაა ჩვენი მოთხოვნა, დანარჩენი რა იქნება ცოტახანში თქვენი თვალით ნახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრემიერის დრო მოახლოვდება.”-განაცხადა ბრეგაძემ

ჩვენ მშვიდობიანად ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ისე რომ ეს არ მოხდეს [ფილმის ჩვენება], თუ რას ვაპირებთ სულ რაღაც 1 საათში ნახავთ. ”

კითხვაზე, გამოიყენებენ თუ არა ძალას ფილმის ჩვენებაზე შესასვლელად და მის ჩასაშლელად, ბრეგაძე აცხადებს, რომ ძალის გამოყენება მხოლოდ მტერს აწყობს

banner
წინა სტატიაშივერის ბაღში პროპუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავენ
შემდეგი სტატიაფალავანდიშვილი- ვერსიაა, ფიდერი გამოვრთოთ