ვერის ბაღში პროპუტინისტური ჯგუფები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავენ

ვერის ბაღში ფაშისტურ-პროპუტინისტური ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი კინოთეატრ ამირანში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას აპირებენ.

კინოთეატრებში პოლიციელები არიან მობილიზებულები.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების ჩაშლას გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე და სასულიერო პირების ნაწილი აპირებს. ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას “ყოვლად მიუღებლად” მიიჩნევს საქართველოს საპატრიარქოც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს ამოცანაა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე არ დაუშვას დაპირისპირება-ვოლსკი
შემდეგი სტატია“ეს არის გარყვნილების პროპაგანდა და ამას არ დავუშვებთ”- „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იკრიბებიან