ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა – ბექა წიქარიშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, ბექა წიქარიშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

წიქარიშვილის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს.

„მე მგონი, არასწორი წარმოდგენა შეიქმნა ამ გადაწყვეტილებაზე. ეს შეიძლება განვმარტოთ, როგოც ლეგალიზაციის, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის ჩანასახი. ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა თავისი მანდატიდან გამომდინარე. ის უბრალოდ იძლევა მიმართულებას ანუ განმარტავს მიმართულებას, დანარჩენი არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე,“ – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა “გირჩის” სარჩელი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის გამკაცრებით პასუხობს. ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად, კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს, გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული. ეს ეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამიანებს, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანას მოხმარება 21 წლამდე ასაკის ადამიანს აეკრძალება – პარლამენტი კანონს ამკაცრებს
შემდეგი სტატია30 გახმაურებული და გამოუძიებელი საქმე – ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერს წერილით მიმართეს