მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე ასაკის ადამიანს აეკრძალება – პარლამენტი კანონს ამკაცრებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონის გამკაცრებით პასუხობს. პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს 21 წლამდე ასაკის ადამიანს. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული.
„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს სფეროები უნდა იყოს, დიახ, მკაცრად დაცული იმიტომ, რომ ისეთი დაწესებულებები, რომელიც საგანმანათლებლო-სააღმზრდელოა, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით შემთხვევებში, ძალოვანი უწყებები და ა.შ. ასეთი უწყებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მკაცრად დაცული, რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაიშვებოდეს,“ – აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს
შემდეგი სტატიაეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა – ბექა წიქარიშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე