30 გახმაურებული და გამოუძიებელი საქმე – ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერს წერილით მიმართეს

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანეს და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მთავარი მოთხოვნა ადეკვატური რეაგირებაა იმ 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.

წერილში, რომლის ადრესატიც პრემიერია სარალიძე და კუპრავა საგამოძიებო უწყებების მხრიდან და ამ დრომდე არ დამდგარა მართლმსაჯულება.

„უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე., ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი.

უნდა შეჩერდეს ეს, ვიღაც-ვიღაც ჩინოვნიკების შვილები ბოდიში და არ უნდა ბლატაობდნენ“-ამბობს ზაზა სარალიძე.

სარალიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში ის ასევე დაინტერესდება რა ეტაპზეა დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა – ბექა წიქარიშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე
შემდეგი სტატია„იდეალური იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი“ – სოზარ სუბარი