“ეს არ არის ნომერ პირველი თემა,”- თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე

ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია უმრავლესობის იდეას, რომ კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვროს არ ეთანხმება. მისი თქმით, ქვეყანაში გაცილებთ მეტი პრობლემა არსებობს.

“საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის ნომერ პირველი თემა, დღეს საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც პარლამენტმა, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს. უფრო მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევა, დასაქმება,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ სამოქალაქო კოდექსი ისედაც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას უშვებს და ამის კონსტიტუციაში დაფიქსირებაზე მსჯელობა პოლიტიკური თამაშია.

“ეს არის პოლიტიკური თამაში, მარაზმი, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბროს, იმას, რაც დღეს კანონით განმტკიცებულია, საქართველოს კანონი ისედაც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას ცნობს, პოპულისტურ, ბინძურ, მორუსულო ტექნოლოგიით უნდა, რომ ხალხს შთაბეჭდილება შეუქმნას, რომ თითქოს ამ მხრივ პრობლემაა,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

banner
წინა სტატიაში“ფატიან კაცებს ისურვებდით თქვენს ოჯახში?“- თამაზ მეჭიაური
შემდეგი სტატია„მართლაც რომ ტაკიმასხარაობაა, რაც ხდება ამ თარიღთან მიმართებაში”