“ფატიან კაცებს ისურვებდით თქვენს ოჯახში?“- თამაზ მეჭიაური

8 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად არ არის გამორიცხული რეფერენდუმიც ჩატარდეს. იდეა უმრავლესობის წევრს, გედევან ფოფხაძეს, ეკუთვნის. მხარდაჭერის შემთხვევაში ინიციატივა იდეა ქორწინების ცნების განსაზღვრას გულისხმობს, რომელსაც უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური მხარს უჭერს.

“ეს გარკვეული ტესტი იქნება არჩევნების წინ. თუ თვითონ იციან, რომ ამომრჩევლის განწყობაა, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში გაკეთდეს, რატომ ეთამაშებიან ასე ცუდად ამომრჩეველს. თქვენ ისურვებდით თქვენს ოჯახში ასეთი ქორწინების ჩატარებას, ფატიან კაცებს, გაბანჯგვლულ წვერებიანებს ისურვებდით თქვენს ოჯახში?“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიის პოლიციამ უეფას შტაბბინა გაჩხრიკა – ახალი სკანდალი ე.წ. პანამის დოკუმენტებს უკავშირდება
შემდეგი სტატია“ეს არ არის ნომერ პირველი თემა,”- თამარ კორძაია ქორწინების ცნების განსაზღვრებაზე