რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ისევ “ბორისპოლის” აეროპორტშია

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ამ დრომდე ბორისპოლის აეროპორტშია. თამარ ნუცუბძეს მესაღვრეებმა უკრაინაში შესვლის უფლება გუშინ არ მისცეს. ნუცუბიძე უკვე 18 საათია აეროპორტში იმყოფება და როგორც ის აცხადებს, დაახლოებით სამ საათში მას ბრიუსელში გაამგზავრებენ. უკრაინელ მესაღვრეებს ჟურნალისტისთვის პასპორტი არ დაუბრუნებიათ და როგორც ისინი აცხადებენ, დოკუმენტს ნუცუბიძეს თვითმფრინავში ასვლის წინ დაუბრუნებენ.

უკრაინელი მესაღვრეები ამბობენ, რომ თამარ ნუცუბიძემ ქვეყანაში შესვლამდე გასაუბრება ვერ გაიარა და ვერ დაასაბუთა მიზეზი, თუ რატომ ჩაფრინდა კიევში.

უკრაინელმა მესაღვრეებმა ქვეყანაში არც “ტვ პირველის” ჟურნალისტი ვახო სანაია შეუშვეს.

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის”- სააკაშვილის მიმართვა
შემდეგი სტატია,,საქმის შესწავლისას ნახავთ, რომ მე არავის მკვლელობას არ ვგეგმავდი”-დეკანოზი მამალაძე