“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია უცვლელია – ნუგზარ წიკლაური

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში “დღის სტუმარი” თქვა, რომ პარტია უერთდება ოპოზიციის საერთო განცხადებას და ისინი არც პარლამენტში შესვლას და არც მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

“ჩვენი პარტიის პოზიცია არის უცვლელი, ეს გახლავთ ის რომ არჩევნები, რომელიც ჩატარდა 31 ოქტომბერს არ იყო არჩევნები, ჩვენ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ვცნობთ და სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობა არ იქნება ამ პარლამენტში, არ მიიღებს მონაწილეობას არც მეორე ტურებში და როგორც ერთადერთი ფორმა, რაც დაგვიტოვა ოლიგარქმა პოლიტიკური ბრძოლებისათვის, ჩვენ არჩეული გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის საჯარო პროტესტის გზა, ეს არის კანონიერი გზა, კონსტიტუციური გზა და ამავე დროს ეს იქნება ძალიან პრინციპული, გამარჯვებამდე მივალთ სწორედ ამ გზით, და მთელი ყურადღება პარტიის არის გადატანილი რომ ეს პროტესტი იყოს მასობრივი და არჩევნები არ შევარჩინოთ ოლიგარქს”, – თქვა ენმ–ს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში“”ეს შეზღუდვები, რომლის დაწესების უფლებაც მიეცა მთავრობას და დელეგირება მოხდა მთავრობაზე, იყო თავისთავად მიღებული არასწორად”
შემდეგი სტატია“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე”