“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე”

გრიგოლ ვაშაძის დღეს გაკეთებული პირველი განცხადების შემდეგ გაკეთდა განმარტება. სწორედ ამ გავრცელებულ განმარტებაზე, სახელისუფლებო მედიის ნაწილმა დაწერა, რომ განცხადება გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად, ნიკა გვარამიამ დაწერა, რადგან ის “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ფეისბუქ გვერდზეც დაიდო.

ნიკა გვარამია ასეთ მედიას ფეისბუქზევე პასუხობს და წერს:

“სახელისუფლებო მედიები ავრცელებენ სამარცხვინო ტყუილს, თითქოს ვაშაძის სახელით განცხადება მე გავაკეთე.
ჯერ ერთი, სამსაათიანი მთავარი იწყებოდა და მოგვაწოდა ბატონმა ვაშაძემ საკუთარი განცხადება (უკაცრავად, თქვენ თუ არ მოგაწოდათ და ჩვენთვის მოწოდება უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა). და როგორც კი მომივიდა მესიჯად ეს განცხადება, სრულიად უცვლელად, სამს რომ 2 წუთი აკლდა, ჩავუგდე პროდიუსერს და დავდე საკუთარ ფბ გვერდზე.
მეორე, მე რომ დამეწერა ეს განცხადება, ნამდვილად სხვაგვარად დავწერდი, მერწმუნეთ. თუ გგონიათ, რომ ჩემს პოზიციას სრულად ეთანხმება ეს ტექსტი, შემცდარხართ – წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია უცვლელია – ნუგზარ წიკლაური
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – ოპოზიციაში ძალიან დიდი დაბნეულობაა