“”ეს შეზღუდვები, რომლის დაწესების უფლებაც მიეცა მთავრობას და დელეგირება მოხდა მთავრობაზე, იყო თავისთავად მიღებული არასწორად”

გუშინ, პარლამენტის წინ აქციის დროს გამოწერილ ჯარიმებს არაკონსტიტუციურად, ასევე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების საწინააღმდეგოდ აფასებენ კონსტიტუცინალისტები.

მათი თქმით, მიღებული შეზღუდვები, პრეზიდენტის დეკრეტის გარეშე, მხოლოდ მთავრობის დადგენილებით, ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება და რადგან თავად შეზღუდვებია არაკანონიერი, ვერც ჯარიმები ჩაითვლება კანონიერად.

“ეს შეზღუდვები, რომლის დაწესების უფლებაც მიეცა მთავრობას და დელეგირება მოხდა მთავრობაზე, იყო თავისთავად მიღებული არასწორად, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ადამიანის უფლებების შეზღუდვა დასაშვებია საკანონმდებლო აქტების მიხედვით და მთავრობა თავისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ზღუდავს ადამიანის უფლებებს. ასევე, ადამიანის უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია საგანგებო–საომარი ვითარების დროს და განსაზღვრულია ის პროცედურა, თუ როგორ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ შეზღუდვები არ არის კონსტიტუციური და გადაწყვეტილებებიც, რომლებიც მიღებულია მასთან თანმდევად არ არის კონსტიტუციური”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია უცვლელია – ნუგზარ წიკლაური