ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აუტიზმის ცენტრი გახსნეს

დღეს, წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი გიორგობიანმა და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გახსნეს, რომლისთვისაც წალენჯიხის მერიის ბიუჯეტიდან 200 ათასი გამოიყო და ამ დროისთვის ცენტრში 15 ბავშვია;

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით – „ეს გახლავთ აბსოლუტურად უნიკალური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაკეთებული აუტიზმის ცენტრი, რომელიც გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ აქ წალენჯიხაში მერია, მერიის თანამშრომლები, ბატონი გია ხარჩილავა, მისი მოადგილეები ზრუნავენ, ფიქრობენ ხალხზე, ხალხის გასაჭირზე, მათ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რაც მუნიციპალიტეტს უდგას.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

იგორ ნარმანიას განცხადებით – „აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ჩართულობით და ეს არის არა მხოლოდ წალენჯიხელებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ მთელ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის და აუტისტური სპექტრის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ, სხვა რაიონებისთვისაც ეს უნდა იყოს სტიმული, რომ ამ ადამიანებს მიექცეთ განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მხრიდან.“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ

banner
წინა სტატიაშიუმძიმესი სოციალური- ეკონომიკური პირობების გამო, 800 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს მოუწია ემიგრაციაში წასვლა – ხაჯიშვილი
შემდეგი სტატიატაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა