ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

როგორც „ბიბისი“ ტაივანის სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში ორი შენობა ჩამოინგრა. ამ დრომდე მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი.

ამასთან, ტაივანის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

სეისმოლოგების შეფასებით, ეს ტაივანში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აუტიზმის ცენტრი გახსნეს
შემდეგი სტატიაბლინკენი – ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან