ზურაბ მელიქიშვილი:”ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან”

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.“მთავრობის ზერელე დამოკიდებულება პირველ რიგში აისახება ეკონომიკის შემცირებასა და ლარის გაუფასურებაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს მოსახლეობას აწვება ტვირთად, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება. ლარი კურსი ისევ ეცემა, ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი რეზერვებს შეუქცევადად ხარჯავს, დაახლოებით 407 მილიონი დოლარია დახარჯული ისე, რომ უკან 1 დოლარიც არაა შესყიდული.

მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები, მთავრობა კი არაფერს არ აკეთებს და მხოლოდ ზერელე განცხადებებითაა შემოფარგლული. კომერციულ ბანკებში კი ლარის კურსი ფაქტიურად ახლოსაა ძალიან საგანგაშო ზღვართან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ესაა პერიოდი, როდესაც პროცენტების განაღდება უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, დაახლოებით 530 ათასი ჩვენი მოქალაქეა კრედიტზე დამოკიდებული.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გამოფხიზლდნენ, დღეს მთავარი საზრუნავი ეროვნული ვალუტის გადარჩენაა, არ შეიზლება მხოლოდ ეროვნული ბანკის იმედად ყოფნა, რადგან ეს ამოწურვადია. “-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი

banner
წინა სტატიაში“ვირუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადის”
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს