ნუგზარ წიკლაური კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მინისტრი კალაძე მოიტყუა, როცა 2 დღის წინ, გადაცემა “არჩევნაში” აღნიშნა, რომ ის მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერი შეკითხვას უპასუხოს.

“ჩვენ 2 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ნაციონალურ მოძრაობას მიეწვიოს ის პარლამენტსი და მას უარი ეთქვას. სინამდვილეში კი ის ასე, ზუსტად 3-ჯერ მოიქცა. ბოლო უარი ენერგეტიკის სამინისტროსგან, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, გუშინ დილით მივიღეთ.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრი არის პათოლოგიური მატყუარა. ასევე, მას არ აქვს პასუხი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს. ეს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ქვეყანა იმ ვითარებაშია, როცა რუსეთი შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გვესაუბრება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მატყუარა მთავრობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ეს მთავრობა ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ იმ არჩევნების გზით, რომელიც გვიახლოვდება”- აცხადებს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი:”ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან”
შემდეგი სტატიადღეიდან სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებაზე მოთხილამურე პატრული იზრუნებს