“ვირუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადის”

ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა საქართველოში. 68 წლის პაციენტი ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

სპეციალისტები გართულების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობას ექიმთან დროულ ვიზიტს ურჩევენ.

„ეს ვირუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დადის, ისევე როგორც ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში, ევროპის მთელ რეგიონში. ათიათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი ყოველგვარი გართულების გარეშე, ზოგმა მძიმედ, ზოგმა უფრო მსუბუქად,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ამჟამად ყოველ 100 ათას მოსახლეზე H1N1-ით 250-მდე ადამიანია დაავადებული.

banner
წინა სტატიაშიკახა ცხადაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი:”ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან”