,,ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში”

მიხეილ სააკაშვილი

განშორების პაუზა დასრულდება – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ვარშავის აეროპორტში გააკეთა, საიდანაც ის კიევში გაემგზავრება. ის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელი ხალხი თავისუფლების მოყვარულია.

“ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება საქართველოში. განშორების პაუზა დასრულდება. რაც ხდება საქართველოში არის დიდი უსამართლობა, ზუსტად ასეთი რამე ხდებოდა უკრაინაში. ბედნიერად მიიღეს ელჩმა, კონსულმა, ყველა ბედნიერი იყო. უკრაინაში იყო იმხელა აჟიოტაჟი, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ თურმე იმ ქვეყანაში. მე კი არ ვყვარებივარ, სამართლიანობის გრძნობა უყვართ. სამართლიანი ხალხია. ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ, უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლობა იყო, კარგია, რომ მას მოქალაქეობა დაუბრუნეს – ბოკერია
შემდეგი სტატია,,პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ”