,,პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ”

region
ავტ.: region მაისი 29, 2019 16:06

,,პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ”

„ბატონებო, თქვენ დღეს უარი თქვით შეიტყოთ სიმართლე თუ რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, მძინარე, საკუთარ სახლში“, – ამ სიტყვებით მიმართა კოლეგებს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ამ დარბაზში მოხდა. მოკლული შვილის მამა ითხოვს პასუხს ჩვენგან, თუ რატომ მოკლეს მისი შვილი და თუ სახელმწიფომ შეცდომით ან დანაშაულის გამო მოკლა მისი შვილი, ბოდიში მოუხადოს მის ოჯახს. ეს თემა არის ძალიან მტკივნეული არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი თემისთვის და მთლიანად ხეობისთვის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ და თქვენ დღეს უარი თქვით, გაიგოთ სიმართლე, თუ რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, მძინარე, საკუთარ სახლში და აი ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

region
ავტ.: region მაისი 29, 2019 16:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics