სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლობა იყო, კარგია, რომ მას მოქალაქეობა დაუბრუნეს – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მისი განცხადებით, პეტრო პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმდენად უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რომ ამის დაფიქსირება ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის პრინციპის საკითხს წარმოადგენს. ბოკერიამ ხელისუფლებასაც მიმართა და ურჩია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად, სჯობს ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდი ხალხის პრობლემების მოგვარებას დაუთმონ

“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა იმდენად აშკარა უსამართლობას ჰქონდა ადგილი,არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს სააკაშვილი ვის არა. ამაზე პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, იყო პრინციპის საკითხი. ამიტომ კარგია, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში ეს პრობლემა აღმოიფხვრა და მას მოქალაქეობა დაუბრუნეს.

“მე ვურჩევდი ივანიშვილის გუნდს, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან,სანამ წააგებენ არჩევნებს და ეს აუცილებლად მოხდება, რაღაც პერიოდი მაინც გონს მოეგონ და იმ საქმის კეთება დაიწყონ რისთვისაც ხალხმა ისინი აირჩია და არა ამ რაღაცა პოლიტიკური ოპონენტების ან მათი ფანტომების დევნა, რომელიც მხოლოდ საზიანოა ქვეყნისთვის,“-აცხადებს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშისანდრა როლოვსი: მიშა ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს
შემდეგი სტატია,,ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში”