ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი ხვალიდან 2.3937 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3983 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0046 ლარით გამყარდა.

სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5998 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.5328 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0670 – ით გაუფასურდა.

banner
წინა სტატიაშიკალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
შემდეგი სტატიაჩოხატაურში 47 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა