ჩოხატაურში 47 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში 47 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას განცხადებით, ელექტროსადენს, რომელიც დაზიანებული იყო და ძირს ეგდო, 47 წლის მამაკაცმა ხელი მოჰკიდა, რის გამოც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, კომპანიაში კი გამოძიების დასრულებამდე, კომენტარს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
შემდეგი სტატიათურქეთმა ერაყში 150 სამხედრო გაგზავნა