ეროტიული ფილმის ვარსკვლავი თვითმფრინავში უწესო მოქმედების გამო დააჯარიმეს

ორი წლის წინ, კანადის, განდერის აეროპორტში Air France-ის თვითმფრინავის საავარიო დაშვების პროვოცირებისთვის, მსახიობი ჰარლი მაკბრაიდი 36 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

ინციდენტი 2014 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. 67 წლის მსახიობმა, რომელიც ეროტიული ფილმის “ახალგაზრდა ლედი ჩატარლეში” გადაღებული როლით არის ცნობილი, ნიუ-იორკიდან საფრანგეთში ძმის დასაფლავებიდან ბრუნდებოდა.
ავიაკომპანია ამტკიცებს, რომ ჩასხდომამდე მაკბარიტმა ალკოჰოლური სასმელი დალია, ამიტომ ფრენის დროს ბორტაგმცილებელმა მას უარი უთხრა სპირტიან სასმელზე. ამის გამო მსახიობი გამცილებელს ეჩხუბა, საჭმელები, რომელიც მას ედო, ჰაერში მოისროლა და ვერაფრით შეძლო დამშვიდება. ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო ის სავარძელზე დაება და საავარიო დაჯდომა განეხორციელებინა.

Air France-ის მონაცემებით, მომხდარის გამო კომპანიამ 100 ათასი დოლარის ზარალი ნახა, თუმცა, ავიაგადამზიდმა ყველა ზარალი ვერ მოითხოვა, რადგანაც ყველა ხარჯის ჩეკის წარდგენა ვერ მოახერხა.

სასამართლოზე არც მსახიობი და არც მისი მეუღლე არ გამოცხადებულან. ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ბრალდებული სრულიად აღიარებს დანაშაულს, თუმცა, მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდა – მას საჭმელები არ მოუსვრია, ის შემთხვევით გადავარდა, ქალის არაადეკვატური ქცევები კი მეზობელი მამაკაცის სექსისტურმა რეპლიკებამ გამოიწვია, თუმცა, ამის მიუხედავად, მსახიობი მზად არის ვალი გადაიხადოს და მომხდარი დაივიწყოს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაბრიტანულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავები დააკავეს