ბრიტანულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავები დააკავეს

ბრიტანულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავები დააკავეს

13დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების „ტაიფუნის“ ტიპის გამანადგურებლები რუსეთის სამი თვითმფრინავის დასაკავებლად აფრინდნენ – იუწყება ამერიკული საინფორმაციო პორტალი Business Insider-ი. გამანადგურებლები დახვდნენ და შემდეგ გააცილეს ისინი. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელონის თქმით, რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ტრანსპონდერი არ ჰქონდათ ჩართული, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ ამოცნობას. “ჩვენ რუსეთის ამ აგრესიაზე დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება, რითაც წარმოვაჩინეთ ჩვენი მონაწილეობა ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემაში“- აღნიშნა მინისტრმა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს თუ როდის ჰქონდა ადგილი ინციდენტს, როამლის შესახებ დღეს გახდა ცხნობილი. „ტაიფუნის“ ტიპის ბრიტანული გამანადგურებლები დისლოცირებულია ესტონეთში, ემარის სამხედრო ბაზის ტერიტირიაზე და ბალტიის ქვეყნების სამხედრო პატრულირებას ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიეროტიული ფილმის ვარსკვლავი თვითმფრინავში უწესო მოქმედების გამო დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაბრაზილიას დროებითი პრეზიდენტი ყავს