ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2016 11:58

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

მხარეები დღეს ათამდე საკითხს განიხილავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას დღევანდელ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის საკითხს დაუთმობს.

“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს. ცალკე საკითხად განვიხილავთ გიორგი გიუნაშვილის თემას, რომელიც კვალავაც იმყოფება უკანონოდ დაპატიმრებული ე.წ. ცხინვალის ციხეში. გარდა ამისა ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ აქვს შექმნილი ადგილობრივ მოსახლეობას იმ უკანონო ინსტალაციების მეშვეობით, როგორიცაა მავთულხლართები, ბანერები თუ ღობეები. რაც შეეხება დაკავებულებს, წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 11 ადამიანი იყო დაკავებული. მათგან პატიმრობაში 2 ადამიანი რჩება”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

news
ავტ.: news ნოემბერი 30, 2016 11:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics