(Foto) პრემიერის კრედიტი 173 500 აშშ დოლარი – გასტუმრების ვადა 2030

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ე.წ. ლარიზაციის გეგმის ინიციატორია, სესხი დოლარში აქვს გამოტანილი.

2016 წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მთავრობის მეთაურს ბანკი „ქართუდან“ ბოლო წლებში, ორი იპოთეკური სესხი აქვს გამოტანილი.

კერძოდ, კვირიკაშვილმა პირველი სესხი – 120 ათასი აშშ დოლარი 2012 წელს გამოიტანა, ხოლო მეორე იპოთეკური სესხი, რომელიც 173 500 აშშ დოლარს შეადგენს, 2015 წელს აქვს აღებული.

პირველი სესხის გადახდა კვირიკაშვილმა 2015 წლის ივლისში დაასრულა, ხოლო მეორე სესხის გასტუმრება 2030 წლის ივლისამდე მოუწევს.

საქართველოს მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც ქვეყანაში ლარზე მოთხოვნის გაზრდას, დოლარზე კი, მოთხოვნის შემცირებას გულისხმობს.

აღნიშნული გეგმის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.

download

banner
წინა სტატიაშიერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“მთავრობამ ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების გეგმა წარმოადგინა”- ზურაბ ჭიაბერაშვილი