ისრაელი 70 წლისაა – ძირითადი მომენტები შვიდ ფოტოში

გრიგორიანული კალენდრით 1948 წლის 14 მაისს ისრაელის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ებრაული კალენდრით მას 18 აპრილს აღნიშნავენ. ისრაელის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება მეზობელმა ქვეყნებმა არ აღიარეს და ახალშექმნილ სახელმწიფოს მეორე დღეს ხუთი მეზობელი ქვეყანა დაესხა თავს.
ომის პერიოდში ასობით ათასი პალენსტინელი არაბი გაიქცა ან გააგდეს საკუთარი სახლებიდან. ზუსტად მაშინ დაიწყო პალესტინელი ლტოლვილების პრობლემა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია.

1961 წელს იერუსალიმის სასამართლოს წინაშე წარსდგა, ებრაელი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების მიერ არგენტინიდან გატაცებული, ნაცისტი ადოლფ ეიხმანი, ჰოლოკოსტის არქიტექტორი. რამდენიმე კვირის მანძილზე ისრაელში გაოცებულები უყურებდნენ სასამართლოში მოწმეების ჩვენებებს ეიხმანის წინააღმდეგ. ის დამნაშავედ ცნეს და 1962 წელს სიკვდილით დასაჯეს.

ისრაელი ეგვიპტეს დაესხა თავს, რომლის ლიდერიც ებრაული სახელმწიფოს განადგურებით იმუქრებოდა. ეგვიპტესთან, იორდანიასთან და სირიასთან კონფლიქტის შედეგად ისრაელმა გაზას, აღმოსავლეთ იერუსალიმის, დასავლეთ სანაპიროს, გოლანის მაღლობებისა და სინის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა. ასევე, ისრეალის მხარეს აღმოჩნდა ე.წ. გოდების კედელი – იუდაიზმში ყველაზე წმინდა ადგილი.

ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1976 წელს 100-ზე მეტი ტყვეს განთავისუფლების ოპერაცია უგანდაში, ენტებეს აეროპორტში. განთავისუფლებული ტყვეები ისრაელში ჩამოიყვანეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა იონი ნეთანიახუ, დღევანდელი პრემიერის ძმა, რომელიც ოპერაციისას დაიღუპა.

ისტორიული ხელისჩამორთმევა – ორი ძველი მოწინააღმდეგე იცხაკ რაბინი და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი იასირ არაფატი. 1993 წლის სექტემბერში მრავალკვირიანი საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ თეთრ სახლში ხელი მოეწერა დროებით სამშვიდობო შეთანხმებას.

ორი წლის შემდეგ იცხაკ რაბინი თელ-ავივში მიტინგზე ებრაელმა ნაციონალისტ-ექსტრემისტმა მოკლა. რაბინის დასაფლავებაზე მსოფლიოს ლიდერები ჩავიდნენ.

 

 

banner
წინა სტატიაშიერევანში პოლიცია ოპოზიციონერებს აკავებს
შემდეგი სტატია19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული