ერდორანმა ნიდერლანდების მთავრობის წევრებს “ფაშისტები” უწოდა

კახაბერ ადამია: ,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობაში “ნაცისტებისა და ფაშისტების ნარჩენები” არიან, იმის გამო, რომ მათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს უფლება არ მისცეს ქვეყანაში დაშვებულიყო.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ერდორანის განცხადებას “დაუბალანსებელი” უწოდა. “ცხადია, ეს სრულიად გიჟური შენიშვნაა” – თქვა რიუტემ.
თურქეთმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიდერლანდების ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა.
ჩავუშოღლუ დღეს როტერდამში თურქული საზოგადოების მიტინგს უნდა დასწრებოდა, სადაც ის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სიტყვით უნდა გამოსულიყო.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება
შემდეგი სტატიასოხუმის ბაზარში ათას კოლომდე ქართული კონტრაბანდა ამოიღეს