ერდოღანმა თურქეთში ,,კოკა-კოლას,, ბოიკოტი მოუხსნა

თურქეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელნიც ისლამურ ფუნდამენტალიზმს ქადაგებენ, როგორც ცნობილია ,,კოკა-კოლას,, ბრენდით წარმოებულ გამაგრილებელ სასმელებს არ ეტანებოდნენ და მათი მხრიდან წლების მანძილზე ერთგვარი ანტისარეკლამო კამპანიაც წარმოებდა ,,კოკა-კოლას,, წინააღმდეგ თურქეთში. ამ კატეგორიის ადამიანები, ,,კოკა-კოლას,, ისრაელის პროდუქტად მიიჩნევენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ,,თითოეული ბოთლი ,,კოკა-კოლას,, გაყიდვით, ისრაელი თითო ტყვიას ყიდულობდა, რომლითაც პალესტინელ მუსლიმებს კლავდნენ,,. ამასთანავე, ისინი აცხადებდნენ, რომ ,,კოკა-კოლას,, სასმელები ალკოჰოლს შეიცავს, ამიტომ მისი მიღება მუსლიმთათვის დიდი ცოდვა (ჰარამი) იქნებოდა. მორწმუნეთა გარკვეული მასის მსგავსმა მიდგომებმა და ანტირეკლამამ ამერკული ბრენდის მიმართ, გარკვეულწილად იმოქმედა და წლების მანძილზე მოსახლეობის არც თუ უმნიშვნელო ნაწილმა ,,კოკა-კოლას,, სასმელებს ბოიკოტი გამოუცხადა… თუმცა, 12 აგვისტოს მომხდარი მოვლენის შემდეგ ეს ბოიკოტი დიდი ალბათობით მოიხსნება.

მოგეხსენებათ, რომ თურქეთის მმართველი პარტია და პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ისლამური რიტორიკის გამო მორწმუნეთა რადიკალური ნაწილის სიმპათიებით სარგებლობს, რის გამოც მათ ხშირად ნეოისლამიზმისა და პანთურქიზმის გამოვლინებაში ადანაშაულებენ. შეიძლება თქვას, რომ სწორედ ის ადამიანები, ვინც თურქეთში ,,კოკა-კოლას,, მტრების ბრენდად მიიჩნევენ, ერდოღანისა და მმართველი პარტიის ამომრჩევლები არიან და სწორედ მათ, 12 აგვისტოს, პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთის ქალაქ ისპარტაში ,,კოკა-კოლას,, მეათე, უდიდესი ქარხნის საზეიმო გახსნაში მონაწილეობით – ცივი ,,კოლა,, გადაასხა.
უნდა ითქვას, რომ თურქულ მედიასა და სოციალურ ქსელებში, ერდოღანის მონაწილეობამ ,,კოკა-კოლას,, ქარხნის გახსნაზე, მრავალგვარი შეფასება და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ ერთი რამ ნათელი გახადა – თუ ერდოღანი ,,კოკა-კოლას,, უდიდეს ქარხანას საზეიმო ვითარებაში ხსნის, ესეიგი ის ამ სასმელს ,,ჰარამად,, არ მიიჩნევს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მისმა მომხრე ისლამისტებმა ამ სასმელის ბოიკოტი შეწყვიტონ.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ
შემდეგი სტატიატერაქტი პაკისტანში მრავალრიცხოვანი მსხვერპლით დასრულდა