ერდოღანმა თეთრი სახლი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ორი ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ტაიპ ერდოღანის სატელეფონო საუბრის ცრუ ვერსია გაავრცელა.

,,თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თითქოსდა ტრამპმა, ერდოღანს აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით უთხრა, რომ იგი ძალადობის გამო შეშფოთებულია. სინამდვილეში კი ტრამპს მსგავსი წინადადება არ გამოუყენებია, არამედ ოპერაციის შესახებ თავისი აზრი გაუზიარა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა ტრამპს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აშშ-მ სეპარატისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია SDF/YPG-სათვის იარაღით მხარდაჭერის შეწყვიტონ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ იარაღს აღარ აწვდიან და აღარც მიაწოდებენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით თითქოს და სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთში არსებული საგანგებო მდგომარეობაც იქნა განხილული, მაგრამ ეს  სიმართლეს არ შეესაბამება,, ნათქვამია ზიდენტ ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიარუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია